ტრენინგის 4 დღე
ვისწავლეთ ბლოგზე სურათის ჩასმა. გავეცანით განმავითარებელ შეფასების ოთხ სტრატეგიას და განმსაზღვრელი შეფასების ერთ სტრატეგიას.მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესამოწმებლად გამოვიყენებ გონებრივ იერიშს, ვიცი, მინდა ვიცოდე , ვისწავლე მეთოდს. წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებლად გამოვიყენებ შემდეგ მეთოდებს პროექტის გეგმები, თვით-შეფასება და რეფლექსია, თანასწორთა უკუკავშირი, ჯგუფებზე დაკვირვება. პროგრესის მონიტორინგის უნარის შესაფასებლად გამოვიყენებ შემდეგ მეთოდებს არაფორმალური დაკვირვება დაშემთხვევების ჩანიშვნები, დღიური, პროგრესის ჩეკლისტი, პროექტის შეხვედრებისა და კონფერენციების დღის წესრიგები.გაგების შემოწმებას მოვახდენ შემდეგი მეთოდებით წერილობითი ჟურნალი, ვიდეო და ფოტო ჟურნალები, არასტრუქტურირებული გამოკითხვა, კითხვები. გაგების დემონსტრირებას მოვახდენ პორთპოლიოს, პროდუქტების, სასწავლო კონფერენციების საშუალებით
გისურვებ წარმატებებს!
ReplyDeleteმადლობა, გაიხარე
ReplyDelete