ინტელის სასწავლო კურსი გულისხმობს გრძელვადიანი პროექტით სწავლების შესწავლას.
მეთოდი იძლევა საშუალებას სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ
კონტექსტს. მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაიზარდოს სასწავლო
პროცესში მისი ჩართულობა.
პროექტი შედგება რვა მოდულისგან.
მოდული 1. გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა
და ამოცანებს. შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდეები მოდულის მასალების შესანახად.ვისწავლეთ
საქაღალდეების სტრუქტურული მოწყობა. გავეცანით ელექტრონული წიგნის ნავიგაციას.
მოდული 2. დავიწყეთ პროექტის დაგეგმვაზე მუშაობა, განვსაზღვრეთ
პროექტის მიზანი ესგ სტანდარტის შესაბამისად. ვიმუშავეთ ზოგადი და შინაარსზე ორიენტირებული
კითხვების ჩამოყალიბებაზე.
მოდული 3. გავეცანი ინტერნეტ რესურსებს მოსწავლეთა თანამსრომლობისა
და კომუნიკაციის ხელშეწყობისათვის.განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიდების ეფექტურად მოძიების
და მათი შეფასების მეთოდები. საავტორო უფლებების და მათი კანონიერი გამოყენების ინფორმაციის
მოპოვება.
მოდული 4. ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშის შექმნაზე. დავგეგმეთ
და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშები.შევაფასეთ პორთფოლიოს შეფასების რუბრიკაში
წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.
მოდული 5. გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების
შეფასების ხუთ ძირითად სტრატეგიას. გამოვიყენეთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები
და ჩეკლისტები.
მოდული 6. გავეცანით და ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკაზე
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად, რათა მოსწავლემ შეძლოს სასწავლო პროექტის
მოდიფიცირება, გააკეთოს რეფლექსია.
მოდული 7. გავეცანი და განვიხილე თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია
კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები
სასწავლო პროექტის გასუმჯობესებლად. განვიხილეთ დამატებითი რესურსების ფაილები. სასწავლო
პროექტის გეგმის ჩეკლისტი, პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა.
მოდული 8. მოვემზადეთ სასწავლო პროექტის პორთფოლიოს
პრეზენტაციისთვის , ვაჩვენეთ ერთმანეთს ჩვენი პროექტი.
მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს
პრაქტიკაში. დაგეგმილ პროექტს დავნერგავ ჩემს მოსწავლეებთან. მადლობა ქალბატონ დიანას
ასეთი სიახლეების გაცნობისთვი
No comments:
Post a Comment